„მინიონები“ მთავრობას ფართს საკარანტინო ზონის მოსაწყობად უთმობს

ბავშვთა გასართობი ცენტრის “მინიონების” ადმინისტრაცია ფართს საკარანტინო ზონად გადასცემს.

“მინიონები” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

-გადავწყვიტეთ, მოგვემართა ღია წერილით, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ რომ ჩვენი ერთიოანობაა მთავარი.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, Ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: შპს. Მინიონების ფლობაში არსებული ფართი, დროებით სარგებლობაში გადაეცეს სახელმწიფოს, რათა გამოყენებულ იქნას საჭიროებისამებრ (საკარანტინო ღონისძიებების ჩასატარებლად და ა.შ).

დღეს ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!
გისურვებთ ჯანმრთელობას!


პატივისცემით, “მინიონები”- ის ადმინისტრაცია