“ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით მიმიღო”

იტალიის ქვეყნისადმი დიდი  თანადგომის და მხარდაჭერის მიზნით დედაქალაქის მერიამ გვიან ღამით თბილისის სატელევიზიო ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროში ფერებში გაანათა.

კახა კალაძემ ასევე სოციალურ ქსელში იტალიაში არსებულ მძიმე ვითარების გამო სამძიმარი გამოთქვა და მადლობა გადაუხადა ყველა ექიმს თავდაუზოგავი მუშაობისთვის.

“ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყნის, იტალიისადმი, რომელიც ჩემი მეორე სახლია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით, თანადგომით მიმიღო და მაჩუქა ჩემი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული წლები. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო გულსატკენია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება დღეს იტალია.”-წერს კალაძე საკუთარ ინსტაგრამზე.