ინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული ისევ 8 პაციენტია.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 მოქალაქე რჩება