მკვდარი მაინც მივუყვანო თავის შვილებს-ესპანეთში გარდაცვლილი ქალის გადმოსვენება ვერ ხერხდება

კორონავირუსით გარდაიცვალა ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 34 წლის ქალი ცირა ნაჭყებია.

ოჯახი მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, საქართველოში ცხედრის გადმოსვენებას ვერ ახერხებს, ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით კი, ცხედარს კრემაცია უნდა ჩაუტარდეს, განიხილება მეორე ვერსიაც – ცხედარი ადგილობრივ სასაფლაოზე დაიკრძალოს, რა შემთხვევაშიც ოჯახს გადმოსვენების უფლება 5-დან 7 წლამდე ვადაში ექნება.

ცირა ნაჭყებიას მეუღლე მამუკა ნაჭყებია მადრიდის ერთ ერთ კლინიკაში საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.

იგი “მთავარ ახრთან” მისი მეუღლის გარდაცვალები დეტალებზე საუბრობს და ხელისუფლებას სთხოვრ, რომ დაეხმაროს.

მამუკა ნაჭყებიას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:,,გთხოვთ, ეს საცოდავი გოგო გადმომასვენებინოთ. საქართველოდან რომ მოვდიოდი ბავშვებმა მთხოვეს დედა ჯანმრთელი ჩამომიყვანეო. ჯანმრთელი ვერ მიმყავს და მკვდარი მაინც მივუყვანო თავის შვილებს. ბავშვები ტირიან, მას პატარა ნიკოლოზი ელოდება. იციან რომ დედა გარდაეცვალათ. საკონსულოში მითხრეს, რომ ეპიდემიის გამო გადასვენება ვერ ხერხდება. მეუბნებიან დავწვათ, ან დავასაფლავოთ და 5 თუ 7 წლის შემდეგ შეგეძლებათ საქართველოში გადასვენებაო. აქაური კანონმდებლობით ასეაო. 5-7 წლის მერე სად დავასაფლავო. რა ვუთხრა ბავშვებს, რომლებიც ჭიშკართან ატირებულები ელოდებიან დედას, დავტოვე დედა ესპანეთში და ჩამოვედი საქართველოში-თქო?! გეხვეწებით დამეხმარეთ რამენაირად და თუ გადავასვენებ, საერთოდ არ მივიყვან სახლში, პირდაპირ სასაფლაოზე წავიყვან და დავასაფლავებ“- ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.