„არგოს“ სახალისო პოდიუმი და ყველაზე დიდი ჯილდო-აპლოდისმენტები (ვიდეო)

ფოთის საბავშვო თეატრს „არგოს“, რომლის ხელმძღვანელი გუჯა ქარაიაა,  ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. თეატრი სულ უფრი მეტ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას და კიდევ უფრო პოპულარულები ხდებიან პატარა მსახიობები.

ახლაც „არგო“ წარმატებით ღებულობს მონაწილეობას „ენკი-ბენკის“ საახალწლო კონცერტზე. ამჟამად პატარა თეატრალებმა სახალისო პოდიუმი წარმოადგინეს, რომლის ყურება დიდსა თუ პატარას მართლაც რომ სიამოვნებას მიანიჭებს.

სხვათაშორის, ბავშვებმა მშობლების კაბები და კოსტიუმები მოირგეს და გამოვიდა ისე, რომ არც პოდიუმზე დაუტოვებიათ დედიკოებს და მამიკოებს პატარები მარტო. გოგონები დედების კაბებში, ვაჯები კი მამების ტანსაცმელში ისეთი საყვარლები იყვნენ, ღიმილს ვერ შეიკავებდით და გულგრილად ვერ შეხედავდით, სწორედ ამიტომ იყო, რომ მაყურებლის დიდი ოვაცია და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

გთავაზობთ ერთ ფრაგმენტს „არგოს“ მსახიობების მონაწილეობით.

კომენტარის დატოვება