ავტომობილების განბაჟების პროცედურა შეცვლილია

შალვა ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

ავტომობილების განბაჟების პროცედურა შეცვლილია(კანონიც და შესაბამისად-საგადასახადო კოდექსიც).
ჩემი ყურადღება მიიპყრო ფრაზამ (ქვემოთ არის ციტატა სრულად):

აი ეს ფრაზა:
,,…მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს…”

რას ნიშნავს ,,გადატანილი აქვს”?
-ვის მიერ?
-როდის?
-რომელ ქვეყანაში?

კიდევ ერთი ,,უცნაური” კითხვა დამებადა:

,,გადატანილი აქვს”? რომელ მიმართულებას ნიშნავს?  მარცხნიდან მარჯვნივ თუ მარჯვნიდან მარცხნივ?
კიდევ ერთი შეკითხვა: ვინ ამოწმებს გადატანის ხარისხს? ხომ არ შეექმნება (მომავალში) ტექდათვალიერების დროს პრობლემა?

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი!
ჰო, მართლა:

აი საგადასახადო კოდექსის ეს ჩანაწერი სრულად:
,,….საგადასახადო კოდექსი მუხლი 188. აქციზის განაკვეთები: მე-4 პუნქტი:
“ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს ამ ცხრილის მე-4 გრაფით შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]”

კომენტარის დატოვება