კატალონიამ ერთ თვეში 17 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგა

 

კატალონიამ, მას შემდეგ რაც რეფერენდუმი ჩაატარა  ავტონომიური რეგიონების მასშტაბით ოქტომბრის თვეში სულ 17 ათასი მუშა-მოსამსახურე დაითხოვეს სამსახურებიდან.

პოლიტიკური გაურკვევლობის გამო ათასზე მეტმა კომპანიამ თავისი ოფისი ესპანეთის სხვადასხვა რეგიონებში გადაიტანა. ისინი აცხადებენ, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, ევროკავშირის ბაზარს დაკარგავენ.

ოქტომბრის დასაწყისში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კატალონიის დაშლის შესახებ განცხადება გააკეთა და ახალი არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა. ამის საპასუხოდ კატალონიაში საპროტესტო აქციები გაიმართა და მიტინგი მოეწყო.