კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა. მათ შორის, 9 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 მოქალაქე რჩება.