“ტესტის გაკეთებას სჭირდება ეპიდემიოლოგის დასკვნა”

ჩინეთიდან ხვალ ჩამოვა 1000 ტესტი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს აკმაყოფილებს, ასევე კვირის ბოლოს ამავე ქვეყნიდან ჩამოვა ანტიგენზე დამყარებული ჩინეთში წარმოებული ტესტები, რომლებიც სამხრეთ კორეამ გამოიყენა. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა,

“პრიორიტეტული ჯგუფები იქნება სამედიცინო პერსონალი, ასევე მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფი პაციენტები. ეპიდემიოლოგებისა და საექიმო შეფასების გარეშე ტესტის ჩატარებაზე ნუ გვექნება მოლოდინი. ამას სჭირდება წინაპირობა, შეფასება ექიმის და ეპიდემიოლოგის დასკვნა.” – განაცხადა გაბუნიამ.