ახალი შემთხვევებიდან 4 ინფიცირებული მარნეულელ ქალთან კონტაქტია

პაატა იმნაძემ ახალ დაინფიცირებულთა კლასტერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოთხი ადამიანი არის კორონავირუსით დაავადებული მარნეულელი ქალბატონის  ოჯახის წევრი, ხოლო დანარჩენი თურქეთიდან  და ამერიკიდან შემოსული ადამიანების კონტაქტი. რაც შეეხება დაინფიცირებულთა საერთო მდგომარეობას,  რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობა არის განსაკუთრებით საყურადღებ,  მათ შორის მარნეულიდან გადმოყვანილი ქალბატონი  მძიმედ ფასდება, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, და რამდენიმე მათგანი გასაწერადაც ემზადება.

პაატა იმნაძის განცხადებით,  ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯეო ჰოსპიტალში კონტაქტში იყო მარნეულიდან გადმოყვანილ დაინფიცირებულ  ქალბატონთან, როგორც პაციენტებს, ასევე მედ პერსონალს, არ დაუდასტურდათ კორონავირუსის შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ ახალი “კოვიდ 19” -ით დაავადებულთა რიცხვი საქართველოში 67-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 8 ადამიანი.