“ქართული მარში” სადღობელაშვილმა და დოლენჯაშვილმა დატოვეს

9 სექტემბერი და განხეთქილება ქართულ მარშში

„ქართული მარშის“ აწ უკვე ყოფილი წევრი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ მან და ირაკლი დოლენჯაშვილმა მარში დატოვეს.

-საოზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე,მინდა გაუწყოთ,რომ მე ლადო საბრდღობელაშვილმა და ირაკლი დოლენჯაშვილმა პოლიტიკური თუ პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე დავტოვეთ “ქართული მარში”!

– 9 სექტემბერი საქართველოს სპორტულ ისტორიაში ერთერთი მნიშვნელოვანი თარიღია… მავანნი მას შეგნებულად ცდილობენ,ჩირქი მოსცხონ და მსოფლიო არენაზე ქვეყანას შეუბღალონ ისტორიული სახელი,ტოლერანტობის და ოდითგანვე თავისუფლებისათვის ლტოლვის ავტორიტეტი მარგინალურად გააცამტვერონ.

ჩვენ, მე ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი ვგმომთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას … არ ვუერთდებით ე.წ სპეციალურად დაგეგმილ “პროვოკაციას”, მოვუწოდებთ ყველას! არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს, რაც საქართველოში მიზანმიმართულ არეულობას ისახავს,მითუმეტეს ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ საზოგადოებას.

p.s. სინამდვილეში მართმადიდებელობა შემწყნარებლობას და სიყვარულს ქადაგებს…“-აცხადებს სადღობელაშვილი.