“ბატონო თენგიზ, ამის დაწერა მხოლოდ თქვენს მიმართ არსებულმა ნდობამ და პატივისცემამ მაიძულა”

თენგიზ ცერცვაძის განცხადებას

https://www.facebook.com/xonoda/videos/3033265893371761/?__tn__=K-R0.g&eid=ARAVc6idPFAYAmrp2Hsl19HUFPsogwr3qLVysEbkZ3jQLWKRGckJYXqhp7gwC-yLlzQT1TiSJm6hCjgp&fref=mentions&__xts__[0]=68.ARBkf3xOtAMqnsGDd4vGEuun7KxXQogsVKu6zU4esPQL_d2n_24ebafOW2HQy1-m66-ZenF7UZlDoH-JpaUQr-1jd8gbOkHcmWJch-CMtGvi0sCc1VTpSxRHant0b9E_FhpuJ4JYvfY7J5Qmk40vjLbbMti–0lbJl22iZq0jEENRMIAIEYphy5Apz_Yde3nYw3vEp0

აქტივისტი ნოდარ რუხაძე საჯაროდ პასუხობს.

-ბატონო თენგიზ, უდიდესი პატივისცემა მაქვს იმ ფასდაუდებელი საქმისადმი, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აკეთებთ.

გავიფიქრე პირადად დაგკავშირებოდით, მაგრამ არ მინდა ძვირფასი დრო წაგართვათ, ამიტომაც გადავწყვიტე აქ დამეწერა:

იმედი მაქვს, ძალიან მალე, როდესაც ყველაფერი ადამიანებისა გამარჯვებით დასრულდება, დრო გექნებათ და ჩემს პოსტს წაიკითხავთ.

სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი.

არასოდეს მითქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არ მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ბებიები და საუკეთესო ბაბუა. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად მე არაფერს ვუფრთხილდები.

არსებობს დიდ ეჭვი, რომ ადამიანი, რომლის ეთერშიც თქვენ ბრძანდებოდით, თავად არის იმ ორგანიზაციის შემქმნელი და ხელმძღვანელი, რომელიც მსგავს ყალბ ამბებს ავრცელებს.

ბიძნური დეზინფორმაცია მიზნად ისახავს ჩვენ შესახებ არასწორი და მცდარი წარმოდგენების შექმნას, რაც, ზოგჯერ, უნდა ვაღიარო, გამოსდით. ზემოხსენებული “ჟურნალისტი” არც თქვენს პიროვნებას სცემს პატივს. მიუხედავად იმისა, რომ მან ზუსტად იცის ამ ამბის სიყალბის შესახებ, ის არ შეეცადა არაფრის გამოსწორებას.

ბატონო თენგიზ, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში გამოცდილმა, თქვენ საუკეთესოდ იცით, თუ რამდენად დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს დეზინფორმაციას.

კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ პოსტის დაწერა მხოლოდ თქვენ მიმართ არსებულმა დიდმა ნდობამ და პატივისცემამ მაიძულა.

თქვენი დიდი იმედი მაქვს.

მადლობა.

ამ ყველაფერს წინ უძღვოდა სოციალურ ქსელში გაჩენილი პოსტი

რომელზეც ვოდარ რუხაძემ მაშივნე დაწერა:

-ხელისუფლება, რომელიც ახლა მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს არსებული კრიზისიდან თავის დაღწევას, ეკონომიკური და სოციალური სტრატეგიის შემუშავებას, ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას, ჩვენი ჯიბიდან წართმეულ მილიონებს ხარჯავს ტყუილების გავრცელებაში.

მართლა სირცხვილი!