“მეც ასაკოვანი ვარ მაგრამ სახლში ვერ დავრჩები!”- როცა ადამიანის საქმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

“მეც 65 წელზე მეტი ასაკის ვარ მაგრამ სახლში ვერ დავრჩები!” – აღნიშნული გაბცხადება პაატა იმნაძემ   ასაკოვანი ადამიანების სახლში დარჩენის რეკომენდაციასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთში ძალიან ბევრი პენსიონერი ექიმი სამსახურში დაბრუნდა, რადგან მათი საქმიანობა  ქვეყნისთვის და თითოეული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ასაკის ადამიანებია დაინფიცირების რისკის ქვეშ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თქმით,  ახალი “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი  საქართველოში არის 37 წელი, მინიმალური – 2 წელი ხოლო მაქსიმალური -81-ია.

იმნაძემ კიდევ ერთხელ განუმარტა მოსახლეობას, რომ დაიცვან დისტანციური მანძილი. ღია ცის ქვეშ ეს არ უნდა აღემატებოდეს 1,5 მეტრს, ხოლო დახურულ სივრცეში ადამიანებს შორის კონტაქტის მანძილი მხოლოდ 2 მეტრს უნდა შეადგენდეს. “ეს ეხება ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც, რადგან გვაქვს შემთხვევები, როდესაც კლასტერი ოჯახის წევრი, ან სამეგობრო წრეა.”- აღნიშნა იმნაძემ.