საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა უკრაინაშიც

უკრაინის ხელისუფლებამ  ქვეყნის ტერიტორიაზე  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 24 აპრილამდე გაგრძელდება, თუმცა როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა, საგანგებო რეჟიმი შემდგომშიც გაგრძელდეს.

უკრაინაში ამ დრომდე  კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.  დაინფიცირებულთა რიცხვმა 113-ს მიაღწია, ხოლო ერთი გამოჯანმრთელდა.