საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის პოლიციამ 7 პირი დააჯარიმა

ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოავლინა.

თითოეული მათგანი  ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდა და საკარანტინო ზონებში იძულებით მოხდა მათი გადაყვანა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

შსს მოსახლეობას მიმართავს, რომ ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.