ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ პროდუქტებსა და თუ პირველადი მოხმარების ნივთებს გაიღებს.
კახა კალაძემ ბელიაშვილის ქუჩაზე დღეს თვითონ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოწირული პროდუქტების შეგროვებაში.
„გუშინ ჩვენ დავიწყეთ „აგროჰაბში“ ძალიან კარგი პროექტის განხორციელება, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს გაჭირვებულებს. ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა, კითხულობდნენ თუ სად შეიძლება პროდუქტებიs მოტანა. მოდიოდნენ უცხო ადამიანები, პროდუქტს ტოვებდნენ და გვეუბნებოდნენ, დაეხმარეთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომაო. თბილისის მერია, „აგროჰაბი“ და წითელი ჯვარი ერთდორულად ვახორციელებთ პროექტს, იქ შესულ ადამიანებს ხვდებიან ჩვენი თანამშრომლები. ეს პროექტი გუშინ დავიწყეთ და უკვე 300 პაკეტია შეგროვებული, მართლაც დიდი მადლობა ყველას, თანადგომისთის, რასაც რიგითი მოქალაქეები აკეთებთ.” – აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ვისაც სურს ხანდაზმულებს და შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს, უნდა მივიდნენ “აგროჰაბში”, შეიძინონ პროდუქტები და შენაძენი მოათავსონ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, საიდანაც ერთ-ერთი კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ავტომობილით ჩამოურიგოს ხალხისგან გაღებული პროდუქტი მათ ვისაც ეს ძალიან სჭირდება.