მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება და ამბობს, რომ შემოსავლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ უამრავ ქართველს 199 ევროc არ აქვთ სამშობლოში დასაბრუნებლად, რომელსაც კერძო ავიაკომპანია ბილეთში ახდევინებს.
“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში უფასოდ დასაბრუნებლად, მაგრამ მთავრობამ თავისი უარით ფაქტიურად გვითხრა, რომ ფასიანი ბილეთი სჯობს მათ უფასოდ შემოყვანას. თქვენ უარი უთხარით არა “ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს, არამედ უარი უთხარით სამშობლოში დაბრუნების მსურველ თქვენს მოქალაქეებს.”- მიმართავს ვაშაძე ხელისუფლებას. მისი თქმით, შეთავაზება ისევ ძალაშია და ჯერ კიდევ არ არის გვიან გაკეთდეს ერთიანი საქმე ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად.