როგორ მივაწოდოთ განცხადება ელექტრონულად მერიას

ამ წუთებში ტელეკომპანიას მოქალაქე გიორგი ლილუაშვილმა მოაწოდა თბილისის მერიასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებმაც ვერ შეძლეს განცხადებებისა და წერილების ელექტრონულად გადაგზავნა, რის გამოც მოუხდათ ადგილზე მისვლა.

ვიდეოს ნახვის შემდეგ GMTV  დაუკავშირდა მერიას, სადაც განგვიმარტეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ონლაინ ატვირთოს განცხადება ამ გვერდზე -Mymunicipal.gov.ge.

კომენტარს და რეკომენდაციას უცვლელად გთავაზობთ: 

-ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ონლაინ ატვირთს განცხადება ამ გვერდზე -Mymunicipal.gov.ge ოღონდ, საჭიროა ელექტრონული ხელმოწერა და უნდა ჰქონდეს ID ბარათის წამკითხველი , რომელიც იყიდება იუსტიციის სახლებში და ღირს 10 ლარი.  

ვიდეო იხ.

https://www.facebook.com/gliluashvili1/videos/2823648741057750/