ლონდონი-ბათუმის რეისით 180 მგზავრი ჩამოვიდა

“ჯორჯიან ეარვეისის” სპეცრეისით ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონი-ბათუმის რეისით 180 მგზავრი ჩამოვიდა. მათ აეროპორტში სპეციალური აღჭურვილობით ექიმები დახვდნენ.  ადგილზე შემოწმების შემდეგ კი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.