სამყარო უკვე ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო – პრეცედენტი შეიქმნა!

დემურ გიორხელიძე

პ რ ე ც ე დ ე ნ ტ ი შეიქმნა!
ნებსით თუ უნებლიეთ, პანდემიამ შექმნა იგი…

სამყარო უკვე ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო,
თუმცა,
უკანასკნელი 30-35 წელი, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პერსონალური კომპიუტერების ეპოქის დაწყებიდან, ის აღარ იყო, რაც ადრე – ტოტალიტარიზმი “დემოკრატიის საბურველში” იქნა შემოსილი…

მე-20 საუკუნის ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა და
სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა ”დემოკრატია” და
ე.წ. ”დემოკრატიული მმართველობა” მახინჯი იდეოლოგიური პროექტების რეალიზაციამდე დააკნინა: “იდეოლოგიური ნათელი მომავალი (კომუნიზმი; 1000-წლოვანი რეიხი” ჩანაცვლებული იქნა ”მახინჯი პედარასტული სამოთხით, მულტიკულტურალიზმით (ანუ უკულტურობითა) და საზიზღარი იდეოლოგიური პროპაგანდით, დაფუძნებული ტოტალიტარული სისტემის ორი გენიალური პროპაგანდისტისა და ამ ტექნოლოგიების შემქნელი – სტალინისა და ებელსის – მიგნებებზე… ბოროტება სატანის ნიღაბქვეშ გახდა დომინირებული იდეოლოგია!

მაგრამ… ადამიანი ვერ თვლის მომავალს!
ვერც ”კომიტეტი 300″, ვერც “ილუმინატები” და ვერც სხვა, –
ეს კონსპიროლოგიური თეორიები კვლავ ადამიანის ბოლომდე დასაკნინებლადაა შექმნილი!

რა მნიშვნელობა აქნს, საუკუნის უდიდესი მტარვალის
“ნეტ ჩელოვეკა, ნეტ პრობლემ” იქნება რეალიზებული თუ,
სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებით მართული მანქურთად ქცეული ბრბოს მეშვეობით, რომელიც ნებისგარეშე იქნება დატოვებული და მართული სასურველი მიმართულებით…

ადამიანი გინდ მოგიკლავს და გინდ გაგითახსირებია უკანასკნელ დონემდე, – თახსირი იოლად იმართება, ბელადის მონაა და მანქურთი…

ჩემი აზრი თუ საინტერესოა,
ადამიანის ასეთ ყოფასთან შედარებით, მისი იძულებით მოკვდინება უფრო უმანურია, რადგან…
კლავენ იმას, ვისაც ვერ იმორჩილებენ და
კლავენ იმას, ვინც მის ტოლად და საფრთის შემცველად აღიქვამენ…

ამდენად, მკვლელი სიტემა უფრო უმანურია,
ვიდრე სისტემა, რომელმაც შეიძლება ადამიანი არარაობად აქციოს და ეს ისე ჩაუნერგოს, რომ საკუთარი სიბრიყვით, პროგრესი და წარმატება ეგონოს…

ადამიანი მაშინ კვდება, როცა მართვადი ხდება და საკუთარი ნების გამოვლინების საჭიროება ესპობა.