ახალი სამშენებლო რეგულაცია – უამრავი მუშა ყოველდღიური შემოსავლის გარეშე

დავით ნებიერიძე

ეკონომისტი

აუტანელია ეს უგუნური გადაწყვეტილებები ბიზნესთან მიმართებაში. ერთის მხრივ ბიზნესის ხელშეწყობაზე და გადარჩენაზე გველაპარაკებიან და მეორეს მხრივ ახალი და უგუნური რეგულაციებით ანადგურებენ ბიზნესს, თანაც კორუფციული და კარტელური ინტერესების გათვალისწინებით.

ლაპარაკია ახალ სამშენებლო რეგულაციაზე. კერძოდ, კანონით სამშენებლო სამუშაოებს არ შეხებია ფუნქციონირების აკრძალვა. მაგრამ, ორშაბათიდან კალაძემ შემოიღო ახალი ნებართვა სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, ეპიდემიური ვითარების პირობებში. მესმის, რომ უსაფრთხოების ზომები აუცილებლად დასაცავია. მაგრამ, როგორც მინიმუმ ნებართვები სწრაფად უნდა გაიცემოდეს, თუ ამის ობიექტური საფუძველი არსებიბს. ეს უთავბოლოები კი ერთი თვით წელავენ ნებართვის გაცემას, სხვადასხვა ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გამო. ერთი თვით ობიექტის გაჩერება კი ფაქტიურად გაკოტრების ტოლფასია ამ კომპანიებისთვის.
შესაბამისად უკიდურეს ვითარებაში ვარდებიან ის მუშები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ ამ მშენებლობებზე და ყოველდღიური ფული მიჰქონდათ ოჯახში. ახლა ამ ადამიანების ოჯახებიც შიმშილის საფრთხის წინაშე დადგნენ.
სამაგიეროდ ნებართვებს შეუფერხებლად და ერთ დღეში აძლევენ იმ მსხვილ სამშენებლო კომპანიებს, რომელთანაც კორუფციული ინტერესები აკავშირებს კალაძეს და ხელისუფლებაში მოკალათებულ ბიუჯეტის ვირთხებს.

ოპოზიციამ და მედიამ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ პრობლემას. თორემ უამრავი მშენებლობა გაჩერდა გაურკვეველი ვადით და უამრავი მუშა ყოველდღიური შემოსავლის გარეშე.