“დაინფიცირებული ორსულებისა და ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია”

დაინფიცირებული 214 პაციენტიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით 54 დაინფიცირებული  პირი მკურნალობს და მათგან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. აღნიშნულის შესახებ  ამავე კლინიკის დირექტორმა განაცხადა.

რაც შეეხება ორსულებსა და ბავშვებს,  რატიანის განმარტებით  ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

” მ პაციენტებიდან, რომლებიც რეანიმაციაში არიან,  სამი  მართვით სუნთქვაზე იმყოფება,  სამი კი – სპონტანურ სუნთქვაზე. ველოდებით ლუგარის ლაბორატორიის პასუხებს, ვინაიდან გასულია პროტოკოლით გათვალისწინებული დღეები. რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობას, მეტ-ნაკლებად ყველასი სტაბილურია. არცერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არ დასტურდება.”- აღნიშნა რატიანმა.