“უფასო პური” ქუთაისში – 6 აპრილიდან 22 აპრილამდე – “მომავლის ფონდის” მაშტაბური აქცია

“მომავლის ფონდი” მაშტაბურ საქველმოქმედო აქციას ახორციელებს. ფონდი განცხადებას ავრცელებს:

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც თან ერთვის საგანგებო მდგომარეობაც, ‘მომავლის ფონდი’ მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილისათვის (სამწუხაროდ ასეთი მოქალაქეების რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე წარდმოგიდგენიათ) ახორციელებს უფასო პურის მიწოდების პროგრამას .

6 აპრილიდან 22 აპრილამდე ჯამში რამოდენიმე ასეული ადამიანი შეძლებს ყოველდღიურად უფასო პურის მიღებას.

ჯერჯერობით პროექტი ხორციელდება სუპერ მარკეტ დინმარტში ( მისამართი: ქუთაისი,ფალიაშვილის ქუჩა #37, ლადო მესხიშვილის თეატრის უკან)

პროექტის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით შ.პ.ს ‘ალატი’-ს და მის დამფუძნებელს ბატონ ნოდარ ჩიხლაძეს, ასევე შ.პ.ს “ეკო”-ს ადმინისტრაციას.
უახლოეს ხანებში პროექტს სხვა სავაჭრო ობიექტებშიც დაემატება, რაც უფასო პურით უფრო მეტი ჩვენს თანამოქალაქის დახმარების საშუალებას მოგვცემს. პროექტის მიმდინარეობის და ახალი ობიექტების დამატების თაობაზე პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი გვერდის მეშვეობით.

იმისათვის, რომ დროულად მივიტანოთ ინფორმაცია იმ ადამიანებამდე ვისაც დახმარება სჭირდება,-ნათქვამია განცხადებაში.

როგორც GMTV – ს ფონდის წარმომადგენელმა დავით იობაშვილმა განუცხადა, ფონდს კიდევ აქვს დაგეგმილი სხვადასხვა სოციალური აქტივობები, ხოლო აქცია “უფასო პური” მალე სხვა რეგიონებშიც იგეგმება.