პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდა დღეს შესაძლოა რამდენიმე პაციენტი გაწერონ

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მძიმედ ფასდებოდა, ამ ეტაპზე ისევ კრიტიკულია და მას აღენიშნება ფილტვის გულის, თირკმელის და ღვიძლის დაზიანება. ამის შესახებ ამავე კლინიკის დირექტორმა განაცხადა. ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად სამი პაციენტია ფილტვის ხელოვნურ სუნთქვაზე, თუმცა ორ მათგანის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილური სიმძიმისაა.
“ამჟამად ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 57 პაციენტია მოთავსებული. მათგან 8 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.”
ლევან რატიანი იმედს გამოთქვამს რომ დღეს კლინიკიდან 35 კვირის ორსული და კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.