“შევთხოვ მაცხოვარს, წყალობა მოჰფინოს გარდაცვლილთა უკვდავ სულებს…”

საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ს მიმართვა გაავრცელა.

მიმართვაში პატრიარქი კიდევ ერთხელ ულოცავს მრევლს აღდგომას და გარდაცვლილთა სულებს მაცხოვარს ავედრებს.

“კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით.

სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს: ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თიოთოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ!”- ნათქვამია მიმართვაში.