შსს ამ დრომდე დუმს-დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა!

დავით ცხვარაძე.

ქუთაისში მამაკაცმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა. ფაქტი გუშინ ღამის საათებში მოხდა. დაზარალებულ ქალბატონს ჭრილობა თავისარეში აქვს მიყენებული. ამჟამად ის  ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა, მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტი დაწესებულებაში მძიმე, შოკური მდგომარეობით შეიყვანეს.

ცოლზე მოძალადე მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა, პოლიციის თანამშრომელია, შსს კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეს პროკურატურა იძიებს.

ამ წუთში ექიმებმა განგვიცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარის დატოვება