“არ დგას დღის წესრიგში საგანგებო მდგომარეობის დროს ჯარიმებზე არანაირი ამნისტიის გამოცემა…”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ  საგანგებო მდგომარეობის, კარანტინის ან იზოლაციის რეჟიმის დამრღვევებისთვის ამნისტიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

“ეს სანქციები არის სრულად პროპორციული, ვინაიდან ამ პასუხისმგებლობის მთავარი მიზანია დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და მოსახლეობა, მათი ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე.
არ დგას დღის წესრიგში არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, ვინც დაარღვიეს საგანგებო მდგომარეობა, საომარი რეჟიმი ან დაარღვიეს კარანტინისა და იზოლაციის წესი და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დაკისრებული სანქციები ადეკვატურია.