496 დადასტურებული შემთხვევა და 149 გამოჯანმრთელებული

კორონავირუსით დაინფიცირებულთა 496 შემთხვევა გამოვლინდა უკვე საქართველოში, თუმცა  149 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი სამწუხაროდ გარდაიცვალა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ მათ ცენტრში ამჟამად 46 პაციენტი მკურნალობს ამ ვირუსზე, მათგან 11 მოზარდია. ბოლოს მოთავსებული  ორი ახალი პაციენტიდან კი ერთი თეთრიწყაროს კლასტერს ეკუთვნის.

“ჩვენ უკვე 57 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, დღეს 6 პაციენტზე ტარდება განმეორებითი ტესტირება. მათთან ტესტებზე პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ.  ამ დღეებში დაახლოებით 4 პაციენტი მოათავსეს და მათი დაინფიცირების წყარო ბოლნისი და მარნეულია. რაც შეეხება მოზარდებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ისევ  გვყავს 17 პაციენტი მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესეულია, ამ პაციენტებთანაც არ შეინიშნებოდა დაავადების პროგრესიება, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობას და მართვას ექვემდებარებოდა და დინამიურად დაიწყება მათთანაც გამოჯანმრთელების მონიტორინგი დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.