გუმათში წყლის ჭავლის მანქანები სპეცრაზმია მობილიზებული

„ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათის დასახლებაში არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ადგილზე ჯვარი მოიტანეს და პარაკლისი გადაიხადეს.

ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული. ისინი მზადყოფნაში არიან, თუმცა ადგილზე, ჯერჯერობით, სიმშვიდეა.

სამართალდამცველებს კვლავ ბლოკირებული აქვთ ნამოხვანამდე მისასვლელი გზები და გადაადგილება შეზღუდულია.

სამართალდამცველებმა წუხელ 12 აქტივისტი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. მათ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევას ედავებიან.