კოვიდინფიცირებულ ექიმებს კომაში ყოფნისას კანის ფერი შეეცვალათ

ვუჰანის ცენტრალური საავადმყოფოს ორი ჩინელი ექიმი, დოქტორი იი ფანი და ჰუ ვეიფენგი, რომლებიც ასაკით 42 წლისანი არიან, კორონავირუსით ინფიცირებულები რამდენიმე ხანს კომაში იყვნენ, რა დროსაც  მათი კანის ფერი შეიცვალა და თითქმის შავი ფერის კანით გაიღვიძეს.

ექიმი იი, კარდიოლოგი, 39 დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა კანის ფერის შეცვლის გამო მისი ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა. დოქტორ ჰუის მდგომარეობა უფრო მძიმე იყო. უროლოგი 99 დღის განმავლობაში იმყოფებოდა უგონოდ და  მისი ზოგადი ჯანმრთელობა ჯერ კიდევ საეჭვოა.

როგორც დადგინდა, ეს უცნაური გვერდითი მოვლენა COVID-19- ის საწინააღმდეგოდ გამოყენებულ პრეპარატს აქვს, რომლის სახელიც ამ დრომდე არ მჟღავნდება.  ამ წამალმა  გამოიწვია ორი ექიმის ღვიძლის უკმარისობა.  იტალიელი სწავლულები ვარაუდობენ, რომ ჩინეთში კოვიდინფექციის მატარებელ უგონო პაციენტებზე გამოიყენეს “ქლოროქინი” , რამაც გამოიწვია კანის ჰიპერპიგმენტაცია, ღვიძლის დაზიანება და კანის ფერის სიყვითლე. თუმცა კანმა ასეთი შავი ფერი რატომ მიიღო, მეცნიერებს ვერ გაურკვევიათ და ცდილობენ  გამოყენებული პრეპარატის დადგენას.