შსს-მ დაადასტურა ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონის აღმოჩენა

ბორჯომის ტყეში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს.  

უწყების ცნობით, ფაქტის გამოძიება ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ხანძრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება.

მომხდარის შესახებ დამატებით კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკეთებენ.

ფოტო სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაავრცელა, რომელიც, როგორც თავად წერს, ამ წუთებში ბორჯომის პოლიციაში ჩვენების მისაცემად იმყოფება.

დილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრეც აღმოაჩინეს.