ანა დოლიძე ხელისუფლებას მორატორიუმს სთავაზობს

იურისტი ანა დოლიძე ხელისუფლებას და ოპოზიციას ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს მორატორიუმს, ეგიდით “ექიმები პოლიტიკის გარეშე”.  ანა დოლიძე ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს, რომ  მიიწეროს საკუთარ თავზე ის დამსახურებები და მიღწევები, რომელიც ძირითადად ექიმების, ექთნების და სამედიცინო პერსონალის შრომითაა განპირობებული, ხოლო ოპოზიციას ურჩევს ნუ გააკრიტიკებენ და ნუ მიიტანენ იერიშს სამედიცინო პროფესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით.

“პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან სწორედ ჩვენი ექიმები, ექთნები და მთლიანად სამედიცინო საზოგადოება. სწორედ მათ ცოდნასა და თავდადებაზე არის დამოკიდებული  ჩვენი გამარჯვება. სწორედ მათი დამსახურებაა ის რომ საზოგადოება ნებაყოფლობით ასრულებს იმ რეგულაციებს და შეზღუდვებს, რომელიც ხელისუფლებამ დაგვიწესა. ამ პირობებში შეუძლებელია ადამიანები იყვნენ ბრძოლის წინა ხაზზე და ზურგში მათ ხვდებოდეთ ქიშპი და ქილიკი. შეუძლებელია ისინი კონცენტრირებული იყვნენ და თავდადებით ებრძოდნენ უსერიოზულეს გამოწვევას. ამ დროს მათ ჭირდებოდეთ თავის დაცვა პოლიტიკური დღის წესრიგისგან. ამ მორატორიუმით ჩვენი სამედიცინო პერსონალი შეინარჩუნებს იმ ავტორიტეტს, რომელიც დაგვეხმარება გავერთიანდეთ პანდემიასთან საბრძოლველად. მოგვეცით საზოგადოებას საშუალება, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე განვიხილოთ ის, რასაც აკეთებს ჩვენი სამედიცინო პერსონალი, ამით ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ.”-აცხადებს ანა დოლიაძე.