სოფლის მოსახლეობა მოსავლის ქალაქში ჩამოტანასა ვერ ახერხებს, ბაზარი გაიხსნა, ფასები კი ძვირია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჩაკეტილი ქალაქების გახსნას მოითხოვს.

დავით კირკიტაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

“მოქალაქეებმა ბრძოლის შედეგად შევძელით, რომ აგრარული ბაზრები ქალაქებში გაიხსნა. თუმცა პროდუქცია ჯერ კიდევ ძვირი რჩება, რადგან ხელისუფლებას აქვს უაზრო რეგულაციები, ქალაქები აქვს ჩაკეტილი, რაც აზარალებს, როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებსაც, რომლებმაც მოიყვანეს მოსავალი და ვერ ახერხებენ ჩამოიტანონ ის ქალაქებში და რეალიზება მოახდინონ.

ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ მოხსნას ეს უაზრო რეგულაცია,”- განაცხადა  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით კირკიტაძემ.