“მთავარი მავნებლობა – შსს მინისტრად” – საკადრო ცვლილებებს ოპოზიცია ეხმაურება

მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებს არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა ოპოზიციაში.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა რურუა ასე ეხმაურება გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას: „ მთავარი მავნებლობა – შსს მინისტრად, ის, ვისაც ოკუპანტ ქვეყანაში ბიზნესი აქვს.“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი ყოფილი ეკონომიკის  და ახლანდელი შსს მინისტრის ცოტა ხნის წინანდელ გამოსვლას იხსენებს, თუ როგორ აცხადებდა გიორგი გახარია, რომ საქართველოში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს.

ენერგეტიკის  და ეკონომიკის სფეროს ერთ უწყებაში გაერთიანებას იწონებს რომან გოცირიძე: “არაერთხელ ვამბობდი ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების აუცილებლობის შესახებ. ამ სამინისტროს ფუნქცია იყო ნული. მერე გაფართოებულ ეკონომიკის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროც უნდა მიუერთო და სამივე ერთად გააუქმო, ამით მორჩება სამი აბსოლუტურად უფუნქციო უწყების ისტორია“ .