5 მაისიდან შეზღუდვების შერბილება იწყება

დღეს ვიბრძვით ორ ფრონტზე და უფრო პრობლემური და აქტუალური ხდება ეკონოიკური ფრონტის წინა ხაზზე გადასვლა, მაგრამ თუ ჯანდაცვის რეკომენდაციები არ შესრულდა, ეკონომიკის ამოძრავება იქნება შეუძლებელი.

თუ ყველა მოქალაქე და კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება რეკომენდაციების შესრულებას, 5 მაისიდან გაიცემა შესაბამისი ნებართვები სამშენებლო კომპანიებისთვის, ასევე ყველა კომპანია, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან, გააგრძელებს მუშაობას, თუმცა მუდამ იქნება მათი შემოწმება.

ასევე 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო სამუშაოები.

5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.