5G-ვიმოძრაოთ წინ! მასში ვეძიოთ საჩვენო იდეები…

ოთარ ფანცულაია

5G?
ეს ის გზაა, რომელიც ადამიანს ჩამოიყვანს ხიდან და ქვისგან სასახლეების აშენებას ასწავლის.
იყო დრო, როცა დიდი მეცნიერი თომას ედისონი თავგამოდებით აპროტესტებდა გენიალური ტესლას ცვალებად დენს იმ მოტივით, რომ კაცს კლავსო.. დღეს ტესლას დენის გარეშე არსებობაც კი რთულად წარმოსადგენია.
პროგრესს ყოველთვის ჰყავს მოწინააღმდეგე. ჯორდანო ბრუნოს რომ თავი დავანებოთ, მაკიაველის, რუსოს, სმითის და მრავალთა ნაშრომები კათოლიკური ეკლესიისგან ათწლეულების მანძილზე იდევნებოდნენ, მათ წიგნებს წვავდნენ. ეგ კიარადა, დიდ რუსთაველსაც იწუნებდა ბევრი რელიგიური მოტივებით.
5G 100-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე 4G, შესაბამისად ის მნიშვნელოვნად დააჩქარებს ინფორმაციული ნაკადის მოძრაობას და ანალიზს, განავითარებს ახალ ტექნოლოგიებს, ინტერნეტს, ეკონომიკას, მიდგომებს, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს.

ჩვენ მას ფეხი უნდა ავუწყოთ და მასში ვეძიოთ საჩვენო იდეები.

მოვა დრო, როდესაც 5G ამოწურავს საკუთარ თავს, გახდება არასაკმარისი და გაჩნდება 6G, შემდეგ 7G და ა.შ. ოდესმე ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ახალ სიჩქარეებს, ერთ მშვენიერ დღეს იწუწუნებენ ნელი ინტერნეტის გამო..

ესეც რომ არა, ცოტა უხერხულია ინტერნეტის მეშვეობით აპროტესტებდე ინტერნეტს, კოვზის მეშვეობით ჭამას და ჭიქის მეშვეობით წყლის დალევას.

ვიმოძრაოთ წინ.