„სერიოზულ დარღვევას ჯერ-ჯერობით არც ერთ უბანზე ადგილი არ ჰქონია“

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“. როგოც ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა ნატალია ხოხიაშვილმა geomediatv.ge-ს განუცხადა, ამ ეტაპზე რაიმე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

-„იყო პატარ-პატარა პროცედურული დარღვევები, მაგრამ რაიმე სერიოზულ დარღვევას ჯერ-ჯერობით არც ერთ უბანზე ადგილი არ ჰქონია. ნაძალადევის 24-ე უბანზე იყო პატარა გაურკვევლობა, უბნის დახურვის აზრიც კი იყო, მაგრამ ყველაფერი გასწორდა და ამომრჩეველს ხმის მისაცემად არანაირი შეფერხება არ ჰქონია.

ჩვენ ვაკვირდებით არჩევნების მიმდინარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით და პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას.

მე კიდევ ერთხელ ვეტყვი საზოგადოებას-მიდით არჩევნებზე და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“.

კომენტარის დატოვება