“ვინც ეს დაწერა, არც ქართული იცის და არც ელემენტარული იურიდიული განათლება არ აქვს”

ცვლილებებს “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში, რისი მეშვეობითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება ექნება, ოპოზიციის სრული სპექტრი ეწინააღმდეგება.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ერთ-ერთი პუნქტის განხილვისას თქვა, რომ კანონპროექტის შემდგენელმა “ქართული არ იცის.”

“რას ნიშნავს განსხვავებულად განისაზღვროს თანამდებობის პირები, მინისტრი სხვანაირად უნდა განსაზღვროს, პრემიერი სხვაგვარად, რას ნიშნავს ეს წინადადება? ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვინც ეს დაწერა, არც ქართული იცის და არც ელემენტარული იურიდიული განათლება არ აქვს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.