სოფელ კოხნარში, საზოგადოებრივი ცენტრის ფოიე, სადაც ბანკომატი იყო განთავსებული, ააფეთქეს

წუხელ, სოფელ კოხნარში, საზოგადოებრივი ცენტრის ფოიე, სადაც ბანკომატი იყო განთავსებული, ააფეთქეს.

ირაკლი კუჭავა:

იუსტიციის სამინისტროსა და ჩვენი თვითმმართველობის თანამშრომლობის შედეგად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრის ვანდალური ხელყოფა უფრო მეტია, ვიდრე ერთი კრიმინალური შემთხვევა. იმედს ვიტოვებთ რომ დამნაშავეები გამოაშკარავებულნი და უმკაცრესად დასჯილნი იქნებიან.