ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს საკვები და სააფთიაქე ვაუჩერები გადაეცათ. აქციაში ჩართული კომპანიებია „უნივერსამი“, „სპარი“, „SMT“.

საქველმოქმედო აქციის მიზანია COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში, განსაკუთრებით მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მატერიალური მხარდაჭერა. პროექტის  ფარგლებში, მოქალაქეებს 300-ზე მეტი ვაუჩერი გადაეცათ.

საკრებულოს დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მოხალისეთა გადამზადების ტრენინგი გაიარა. დეპუტატი ასევე აქტიურად არის ჩართული თბილისის საკრებულოს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში, როგორც მარტოხელა მოხუცების, ისე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების ნობათების გადაცემის პროცესში.

#StopCovid

#ერთადგამოგვივა