„ამას კარუსელს ვერ დავარქმევთ…“

პარტიების მიერ „კარუსელზე“ საუბარს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი ეხმიანება და ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ იმას, რასაც აქვს ადგილი, „კარუსელს ვერ დაარქმევს“

-„უკვე გვესმის სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიდან „კარუსელზე“ საუბარი, როგორც ჩვენ ვნახეთ,  სამთავრობო ძალის წარმომადგენლები საკუთარი მანქანებით ემსახურებიან ამომრჩეველს, მიჰყავთ მანქანებით საარჩევნო უბნებზე, რასაც კარუსელს ვერ დავარქმევთ. ეს შეინიშნება ყველა უბანზე.

უბნებზე მობილიზებულია პოლიცია, მაგრამ ესეც დასაშვებია, რადგან ცესკო-სა და შსს-ს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ასე რომ, ამ დრომდე ყველაფერი დაშვების ფარგლებშია“-აცხადებს ხოხიაშვილი.

კომენტარის დატოვება