ნახვამდის თეატრო კაი ხნით!..რა კარგად ესმით და ,,ერკვევიან” ამ დარგებში არა? – აბსურდი!

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა COVID-19-თან დაკავშირებული სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება № 01-227/ო-ს 25-ე დანართშია აღნიშნული, სპექტაკლების, კონცერტების და სხვა სახის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. ამასთან, თეატრალური წარმოდგენა უნდა ჩატარდეს ერთ მოქმედებად ანტრაქტის გარეშე. შიდა სივრცეში ადმინისტრაციებმა 5 მ2-ზე 1 ადამიანის დაშვება უნდა უზრუნველყონ და სივრცე ისე უნდა მონიშნონ, რომ არ მოხდეს ადამიანების კონცენტრაცია. ამასთან, დახურულ სივრცეში სტუმრები მხოლოდ ნიღბებით დაიშვებიან. ცვლილებებია სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებებსა და მისი გამართვის მოსამზადებელ სამუშაოებში.

სრულად იხ:

https://bm.ge/ka/article/ra-wesebi-unda-daicvan-kino-teatrebma-da-sakoncerto-darbazebma—-gaidlainebi-cnobilia/58219

რეკომენდაციებს მსახიობი ნანა ხურითი სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამბობს, რომ ბევრი თეატრი მოქმედებას ვერ შეძლებს.

-აბა,ნახვამდის თეატრო კაი ხნით! რეპეტიციები 2 მეტრიანი დისტანციითო და ორკესტრი, ანსამბლებიც ასევე. რა კარგად ესმით და ,,ერკვევიან” ამ დარგებში არა? ორ მეტრიანი დისტანციით რომ ვიცეკვებთ ქართულს, ოსურს, აფხაზურს? პირველ ხმას ,ორ მეტრში რომ დაუყენებენ მეორე ხმას და მესამე ხმა 4 მეტრით რომ იქნება დაშორებული პირველი ხმისგან,არა?საგრიმიოროებში ორ მეტრიანი დისტანციო.ზოგან ორ მეტრიანი საგრიმიოროც არა აქვთ…შემოდგომაზე ელოდებიან და ზამთარშიც ელოდებიანო…აბსურდის თეატრი.