დაზარალებულები ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ და დაიწყება ზარალის აღწერა

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის გამო დაზარალებულები, დღეიდან ექსპერტების თანდასწრებით, ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ. ინფორმაციას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადასტურებს.

-ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ და დაიწყება ზარალის აღწერა. დაგეგმილია სადაზღვეო კომპანია „ირაოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრაც.  უკვე მიღწეულია შეთანხმება როგორც ბაზრის ასევე სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებთან და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ.

რაც შეეხება ალტერნატიულ ფართებს,  ბაზრობის ტერიტორიაზე არის გარკვეული ნაწილი, რომელიც ხანძარს გადაურჩა და ადმინისტრაცია მზადაა მოვაჭრეებს იქ გადასახადის გარეშე მუშაობის საშუალება მისცეს-აცხადებს სამხარაძე.