ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე არ მივა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი,  გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა.

როგორც ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე არ მივა.

“გვირჩევნია დავიკითხოთ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, უკეთესი ფორმატია დაკითხვისთვის. ეს უკვე ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული, თუ უსაფრთხოების სამსახური საჭიროდ ჩათვლის, მზად ვართ ჩვენების მისაცემად,” – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.