მომდევნო სხდომა ხვალ, 3 საათზე დაინიშნა

საქალაქო სასამართლოში დღეს, გიორგი რურუას პროცესი გაიმართა.

მომდევნო სხდომა ხვალ, 3 საათზე დაინიშნა. ადვოკატის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ რურუას იარაღი არ ჰქონია. მისივე თქმით, რურუა უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ბრალდებას კი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს.

დიმიტრი საძაგლიშვილი

გიორგი რურუას ადვოკატი

“ალოგიკურია მთლიანი ისტორია, რომელსაც გამოძიება გვთავაზობს, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს გიორგი რურუა, იმ ადგილზე, სადაც უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა და ასევე, იქ სადაც ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ დემონსტრანტებს – თურმე გიორგი რურუა ცეცხლსასაროლი იარაღით გადაადგილდებოდა”.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ მოწმეების მიერ ნათქვამი ინფორმაცია, აბსოლუტურად არაფრის მომცემია.