20 ივნისიდან 1 წლის თავზე გავრილოვი სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს

20 ივნისიდან 1 წლის თავზე ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი სერგეი გავრილოვი სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს.

გავრილოვის თქმით, აქცია რუსოფობიური ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა ამ მოვლენების მიუხედავად რუსეთი საქართველომ მაინც უნდა ითანამშრომლოს. ის აქცენტს ერთმორწმუნეობაზე და საქართველო-რუსეთის საბჭოთადროინდელ ერთობლივ ისტორიაზე აკეთებს. ხაზს უსვამს უბრალო მოქალაქეების მიერ ურთიერთობების გამყარებაზე და ამბობს, რომ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა.

გავრილოვის თქმით, რუსოფობიით შებყრობილი ადამიანები ხელს უშლიან ერთმორწმუნე “მოძმე ერების” ურთიერთობებს და საჭიროა სიმამაცე, რათა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები.

-ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, ბინძური პროვოკაციის ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, ჩვენ არ ვიტოვებთ გულში წყენას, მაგრამ გვახსოვს…მჯერა, რომ ურთიერთობები აღდგება, მაგრამ ამისთვის საჭიროა დაიმსხვრეს ფობიები და შტამპები…”

https://www.facebook.com/sergey.gavrilov.528/videos/2935187539913764/