„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს 1-ლი მოსმენით მხარს დაუჭერს

პარლამენტი კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭს ხვალ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყრის.

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. ასეთი გადაწყვეტილება პარტიის ლიდერებმა ფრაქციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მათივე თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.