არანაირი ჯილდო არ მჭირდება ჰომოფობებისგან! – თაყაძე აკადემიას დიპლომს უბრუნებს

თინა თაყაძე

ჟურნალისტი

-არანაირი ჯილდო და წოდება არ მჭირდება ჰომოფობებისგან!

მათგან ვინც თვლის რომ სხვადასხვა, მათთვის და მათგან “განსხვავებულ” ადამიანებს საქართველოში ცხოვრების და არსებობის უფლება არ აქვთ.

არც მათგან მჭირდება რაიმე, ვინც ამ გამონათქვამს მოიწონებს, ტაშს დაუკრავს, დადებითად შეაფასებს კომენტარებით და მსგავს სიძულვილით გამოთქმულ და დაწერილ ტექსტს პატრიოტულს, ქრისტიანულს და ქართველურს უწოდებს.

კი, ბატონო. თქვენი ნებაა. მაგრამ ჩემივე ნებაა, თქვენი ჯილდო, უკან გადმოგცეთ და გითხრათ, რომ თქვენი აკადემიის აკადემიკოსობით და ნამდვილი წევრობით, არც არასოდეს და არსად მისარგებლია.

ის კი არა, ფოტო სურათიც არ ჩამისვამს დღემდე.

ეს ჯილდო, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, იმის გამო რომ პირველი ღონისძიება იყო, სადაც დედა ესწრებოდა და მე და კახი კავსაძე, ერთდროულად დაგვაჯილდოვეთ.

ემოციური იყო ჩემთვის იმ დროს და ” საპატიოც”.

🏳️‍🌈 ახლა კი, გიბრუნებთ უკან ჯერ ვირტუალურად სანამ საქართველოში დავბრუნდებოდე, მოგივათ წერილიც მეილზე.

გირჩევთ, მათ გადაეცით, ვინც თქვენი გემოვნების ლექსს, რომანს, ფილმს და სიუჟეტს შექმნის.

არც ერთ ჰომოფობთან, ქსენოფობთან და ა. შ. კავშირი არ მინდა. საკუთარი ოჯახის წევრიც რომ იყოს.

ლექსი, რომელმაც თინა თაყაძეს დაპლომის დაბრუნება გადააწყვეტინა.

https://www.facebook.com/mari.bibiluri.3/videos/1570439676456721/