ნათელაშვილი: კიდევ ერთხელ გაიყიდა სამშობლო, ამჯერად უფრო ძვირად!

შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტია”

-“კიდევ ერთხელ გაიყიდა სამშობლო, ამჯერად უფრო ძვირად.
ამაყი ვარ, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიგვიღია.
ამაყი ვარ, რომ მილიონერის მონა არ ვარ!
ამაყი ვარ, რომ ოლიგარქის ქვეყანაშიც არსებობენ გაუყიდავი, ღირსებაშენარჩუნებული ადამიანები.
სახელმწიფოს აშენებენ თავისუფალი იდეალისტები და პატრიოტები და არა ვაჭრები და მონები!
ამიტომაც გაქვთ “სეტკა” შემოვლებული ტერიტორია და არა სახელმწიფო!
ამიტომაც გაქვთ შპს და არა სახელმწიფო!
ამიტომაც ატარა მოსემ ებრაელი ხალხი 40 წელი უდაბნოში, რომ მონობაში დაბადებულები თავისუფალ, ძლიერ ქვეყანას ვერ ააშენებენ!
თავისუფლება ლომთა ხვედრია!
თავისუფალად იბადებიან და მაძღარი თუ მშიერმუცელა მონები ამის ფასს ვერასოდეს გაიგებენ.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ეს ის შემთხვევაა, როცა წაგებისასაც გამარჯვებული ხარ! და ამას მშიერმუცელა, თუ მაძღარი მონები ვერასოდეს გაიგებენ…
წადით ახლა ჭორები ჭამეთ, როგორ მივეყიდეთ ვიღაცას, თქვე მართლა ფულის მონებო!
თუმცა რა არის გასაკვირი, თქვენ ის ხალხი არ ხართ ილიას რომ ტყვია ესროლეთ?

კომენტარის დატოვება