ადვოკატები 5 მოწმის ხელახლა დაკითხვას ითხოვენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები მოწმის სახით გამოკითხული პირების, მათ შორის იაკობ ბრეგვაძისა და ვახო ახვლედიანის ხელახლა გამოკითხვას ითხოვენ.მოწმეებთან, რომლებმაც ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს, დაცვის მხარეს კითხვები აქვს, და თუ გამოკითხვაზე უარს განაცხადებენ, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ.

“გავუგზავნეთ უწყებები 5 მოწმეს, ამ 5 მოწმეში არიან ბატონი ამირხანაშვილი, ახვლედიანი, ქათამაძე, ე.წ დიჯეი კოკო და ე.წ ფოტოგრაფი. საიდანაც ვითხოვთ რომ გამოცხადდნენ ადვოკატებთან და მოგვცენ ჩვენება, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ გამოცხადდებიან და თავისი ნებით არ მოგვცემენ ჩვენებას და არ იქნებიან გამოკითხული, ჩვენ ვაპირებთ, რომ მივმართოთ მაგისტრ მოსამართლეს და მისი მეშვეობით მოხდეს მათი დაკითხვა,”- აცხადებს შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

ამავე თემაზე – რა აქვთ სათქმელი რაგბისტებს საზოგადოებისთვის

https://www.youtube.com/watch?v=QKkZEHxFTDQ